ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს სკოლაში დაქირავებული მიკროავტობუსის ერთმა მძღოლმა ბავშვების მიყვანა აღნიშნულ ადგილზე ვერ მოახერხა.
ამავე სკოლის დირექტორი ხათუნა წილოსანი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მას არ ქონდა საწვავი.
“მხოლოდ ერთმა მიკროავტობუსმა მოახერხა ყველა ბავშვის გადმოყვანა სკოლაში. ის ბავშვები, რომლებიც სარგებლობენ სკოლის მიკროავტობუსით ყველას მხოლოდ დღეს მოემსახურა ერთმა მიკროავტობუსმა“, _ გვითხრა ხათუნა წილოსანმა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ მიკროავტობისის მძღოლებს ორი თვის ხელფასი არ აქვთ ჩარიცხული.
“გურია ნიუსი“ მუშაობს ამ თემაზე და რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ მეორე მხარის კომენტარს.