კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“აქო გამსახურდია მოდიოდა ფოტოს გადასაღებადო, შევარდნაძეცო. როგორც ჩანს მომდევნო პრეზიდენტებმა არ იცოდნენ ამ ადგილის შესახებ. სამსახურისთვის ფოტოს გადასაღებად მელიქიშვილზე რომ კოდაკის ფილიალი იყო მანდ მივედი და მერეღა გამახსენდა რომ დახურეს, მგონი პანდემის გარიჟრაჟზე. მახსოვდა სადღაც იქვე ძველებური ბანერი მომხვედრია თვალში და გამოვაგრძელე გზა. მალევე არკასთან შევნიშნე რასაც ვეძებდი, რეკლამა ეზოს სიღრმეში მიმითითებდა. კართან პატარა წითელი სკამი იდგა, ზღურბლზე ბარიერი იყო ალბათ ეზოს ცხოველების დაუპატიჟებელი სტურობისგან დასაზღვევად. მე მაინც ნებართვა ვითხოვე შესვლაზე და ასე გავიცანი ქალბატონი ირინა, ფოტოგრაფი და აქაურობის მფლობელი. ვთხოვე აქაურიბას გადავიღებ თქო და რა თქმა უნდაო, მაგრამ მისი სამუშაო კუთხისკენ რომ მივატრიალე კამერა მაშინვე ზურგსუკან მომექცა და სანამ არ ვუთხარი რომ მის გარეშე აქაურობის აღბეჭდვას ფასი არ აქვს არ დაბრუნდა. აქ სულ სიგრილა და ასე კურტკით მჯდომი უხერხულიაო – მე თუ მკითხავთ საერთოდაც არა.
ფოტო-ატელიე 1951 წელს გახსნილა და თავიდან ზეგ ქუჩაზე იდგა, ახლა რომ ბანკის ოფისებია ჩარიგებული სადღაც იქ. მისი დამაარსებელი რაჩ ტერ.რიგიან იყო, ქალბატონი ირინას მამა. თავად ბოლო 20 წელია ამ საქმეშია და წუხს რომ ძველი ატელიეებიდან ორნიღა დავრჩითო. ამ ფოტოებზე რა პორტრეტებიცაა ყველა აქ გადაღებულია, მაგრამ ერთ-ერთზე ცხოველებს წააწყდებით, ამ კედელზე რაც ძველად იყო ქურდობას შეეწირა და ასე შეუვსიათ თავისუფალი ადგილი. გარემო ისეთია თითქოს უკან გაბრუნებს და განცდას გიჩენს, რომ მაშინდელ აურას ჩაავლო. რაც დრო გადის ასეთი ადგილების რაოდენობა მცირდება. მათ ნაცვლად მოდერნული ოფისები ჩნდება კოდაკის და სხვების, ხოდა სანამ არიან გულგრილად არ ჩაუაროთ, მითუმეტეს რომ მშვენიერი ფოტო გამოვიდა.“ -წერს ფეისბუქზე ვახუშტი მენაბდე.