“რატომ არ უშვებენ ომბუდსმენს პანსიონში, ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას”, _ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ Twiter-ზე დაწერა.
“ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, განმარტავენ, რატომ არ უშვებენ ომბუდსმენს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება გამოიძიება. ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას”, – წერს მარკეტა გრეგოროვა Twitter-ზე.