ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 4324 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4219 ადამიანი, გარდაცვლილია 62.
ამ დროის მონაცემებით კი აქტიურია 43 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 23, საკარანტინე სივრცეში 9, ბინაზე კი 11 ადამიანი მკურნალობს.