U 19 ასაკის საფეხბურთო კლუბ ,,სამტრედიას” თავდამსხმელი ლუკა შენგელია უახლოეს მომავალში, შეიძლება, დიდებში მოთამაშე ვიხილოთ. სამტრედიელი ლუკა შენგელიას ბოლოდროინდელი შედეგები გახდა იმის წინაპირობა, პერსპექტიული სპორტსმენი დიდი გუნდის მწვრთნელებს შეემჩნიათ. მათ შორის, პირველი გია ცეცაძე გამოიკვეთა.
ლუკა შენგელიამ თანაგუნდელებთან ერთად ბოლო 6 თამაშში თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა. 9 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს ოთხჯერ გაამარჯვებინა.
,, გურია ნიუსი” დღეს დილით U 19 ასაკის სამტრედიის საფეხბურთო კლუბ,,სამტრედიას” მთავარ მწვრთნელს, ლერი მეგენეიშვილს დაუკავშირდა.
,,ბოლო შეხვედრა წყალტუბოს ,,სამგურალთან” გვქონდა, სადაც ლუკამ 3 გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. ის ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა და მას დიდ სპორტში ყოფნას ვუწინასწარმეტყველებ. მასზე თვალი ბევრს ჰქონდა დადგმული. ამჯერად გია ცეცაძემ მოინდომა თავის გუნდში წაეყვანა. ლუკა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე სამტრედიის ,,სამტრედიას” გუნდში დაიბარეს და დღეიდან მათი დაკვირვების ქვეშ იქნება. დარწმუნებული ვარ, ლუკა შენგელია დიდ გუნდში დარჩება”.