ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩათვალეთ საჭიროდ რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს, გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა პარტია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა მისი ხელისუფლებაში ყოფნის არც ერთ ეტაპზე, ეს გულდასაწყვეტი და ტრაგიკულია.
„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. ყველა ადამიანი, ვინც დღეს, არ განიცდის სიდუხჭირეს და ასეთები არიან მხოლოდ და მხოლოდ ორი პროცენტი, ისინიც კი არ არიან ბედნიერები. რომც გქონდეს შენ დღეს ამ ქვეყანაში სოციალური გარანტიები, არ ღელავდე მატერიალური თვალსაზრისით შენს მომავალზე, რომ ქონდეს მზარდი განკვარგვადი შემოსავალიც კი ოჯახს, უბრალოდ არ გაქვს მთავარი რაც ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი, რადგან ერთხელ ვიბადებით და ვერ ვცხოვრობთ 100, 110 წელი და კიდევ უფრო მეტი, სამწუხაროდ, არ აქვთ ბედნიერება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობაც კი გააქრო. ხომ შეიძლება ნებისმიერი ხელისუფლება აბა თუ იმ ეტაპზე იყოს წარუმატებელი, მაგრამ მასში ხედავდე პოტენციალს. ყოველდღიურ რეჟიმში ეს ხელისუფლება უკან წევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.