როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ვინმეს ეშინოდეს, მითუმეტეს, „ქართულ ოცნებას“. როგორ შეიძლება თქვენ ვინმე გაგექცეთ, რა გვჭირს თქვენგან გასაქცევი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ ხომ ამბობდით არ მივიღებთ გირაოსო, მაგრამ მიიღეთ…მიგაღებინეს, იმიტომ რომ არ მოგცეს საშუალება დესტრუქციის. გაყალბებულ არჩევნებზე ხომ ლაპარაკობდით, დღეს ხომ აქ ხართ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაყალბებულ პარლამენტში. ვინც პარლამენტში მივა, იქნება პუფიო, ხომ ამბობდით და დღეს ხომ აქ სხედხართ… და ბოლოს, არ გვინდა ამნისტიაო ამბობთ, თან ამბობთ შეახეთ ამნისტიაო და ჩამოყალიბდით გინდათ ამნისტია, არ გინდათ… მაგრამ რა მორალური უფლებით საუბრობთ საერთოდ? ამნისტია გინდათ ან არ გინდათ ამას კი არ გეკითხებათ ვინმე… თქვენი გადასაწყვეტი არ არის და „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არ იტრიალებს. „ქართული ოცნება“ ერთგულია ევროპული შეთანხმების, სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმებით მიღებული დოკუმენტის და ჩვენ ამ შეთანხმების ერთგული ვრჩებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.