ფაქტ-მეტრმა საქართველოს ყოფილი პრემიერის და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის გიორგი გახარიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული განცხადება გადაამოწმა.
ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება არის მცდარი.
ცნობისთვის, 2021 წლის 31 მაისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ჩაშლის ძირითადი მიზეზი იყო უხარისხო ინვესტორი, რომელმაც თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა.