ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულს უახლოვდება. ბოლოსწინა დღეს ტურნირზე მძიმეწონოსანი კაცები და ქალები იასპარეზებენ.
საქართველოსთვის მედლების მოპოვებას გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი შეეცდებიან. გელა პირველ წრეში ისვენებს და მეორე წრეში სენეგალელ ძიუდოისტს შეხვდება, ხოლო სომხიშვილი პირველივე ეტაპზე კორეელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.