“თუ რამე მენატრება, მენატრება წვიმის ცქერა სოფელ ზემო სურებში, ჩემი პატარა სახლის ხის აივნიდან. ივნისის დღეებს, ყველაზე მეტად ეს ოდნავი, ნოტიო სიცივე და ბაბუაჩემის ჯემპრი უხდება, ბებია რომ მომაცმევს აგრილებისას, რადგან თბილი ტანსაცმელი ოზურგეთში დამრჩა და ზეგ უნდა გამოატანონ ავტობუსს. ხუთი ზომით დიდი ტანსაცმელი და ხუთი ზომით დიდი ფიქრი, როცა 11 წლის ხარ და წვიმა უცნაურად გაშტერებს. მოდის წვიმა, მთვრალი ორკესტრივით უკრავს სახურავზე, დგება გუბეებად, ეშვება ნიაღვრებად და შენ ფიქრობ რაღაც უცნაურზე და გაუგებარზე. ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის და იქვე რჩება“,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აქვყნებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved