“ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მარტვილში უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულების ადვოკატებზე ზეწოლასა და მუქარას”,-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ავრცელებს.
ამასთან, დავით ასათიანი შსს მიმართავს.
“ჩემი ინფორმაციით, შესაძლოა,ადგილი ჰქონდეს მარტვილში უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულების ადვოკატებზე ზეწოლასა და მუქარას.
საზოგადოებრივი ადვოკატები ახორციელებენ სავალდებულო დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა და მათზე რაიმე სახით ზეწოლა წარმოადგენს დანაშაულს.
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს _ უზრუნველყოს: საზოგადოებრივი ადვოკატების უსაფრთხოება, ხოლო ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა”,-წერს ასათიანი.
შეგახსენებთ,მამა-შვილი ორი დღის წინ დააკავეს – მათ მეზობელ , არასრულწოვან გოგოსთან სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე