გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა.
გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე – სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი სახოკია შეცვალა.