https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩემს ბიზნესს ჰქვია “სილამაზის გაჩუქება” _ მშვენიერების შემოქმედის საქმე და ხელწერა

15:36; 19.07.2021
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მანანა ჭელიძე საკმაოდ უჩვეულო წესით ცხოვრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში. კი არ ცხოვრობს, როგორც თავად ამბობს, თავისივე ხელით დარგულ, 240 ძირი ვარდის და ხუთჯერ უფრო მეტი სახეობის ყვავილების ნაირსახეობაში, ამავე ყვავილებივით ხარობს.

დღეს, შესაძლოა, ვერც ყვავილებით, ვერც დედმამიშვილის და უახლოესი ადამიანების სიყვარულით ვერავინ გააკვირვო და ვერც ააღელვო, თუმცა, მანანა ჭელიძემ იმდენი ქნა, რომ ბევრი აატირა სიყვარულთან ერთად, სიბრალულის და სინანულის ცრემლით. როგორც თავად გვეუბნება, მისი მისამართი სახლი, ეზო, ქუჩა, სალონი და სრულიად სამყაროა, ოღონდ თითოეულ ამ სიტყვას, წინ თავსართივით “სიყვარული” უნდა წაუმძღვარო.

_ დიახ, მე სადაც დავდივარ, სილამაზის ქუჩაა; მე სადაც ვცხოვრობ, სილამაზის კარმიდამოა; სადაც ვმუშაობ, სილამაზის სალონია და საერთოდ, სადაც ვარსებობ, ეს არის სილამაზის სამყარო, ჩემი ხალხი და ქვეყანა! _ გვეუბნება მანანა ჭელიძე და ერთი წუთით არ შეუძლია მშვიდად და ღიმილის გარეშე გაჩერდეს: _ ყვავილების ჯიშები და რაოდენობა არ მკითხო. არც კაქტუსოვნების. ვიცი მხოლოდ ის, რომ 420 ძირი მარტო ვარდი მაქვს. სახელი ნახევარზე მეტის არ ვიცი. თუმცა, რა საჭიროა? სილამაზე ჰქვია! მორჩა და გათავდა! დავდივარ და მთელი ცხოვრება ყვავილებს ვეძებ, მომაქვს, ვამრავლებ, კიდით ყურემდე, ოთხივე მხარეს, ყველა ნაგებობასთან თუ კედელთან ყვავილებია! ბიზნესმენი ვგონივარ ბევრს! თუმცა, ჩემი ბიზნესის სახელია “სილამაზის გაჩუქება”…

თუ რატომ ეძახის, საკუთარ ყვავილთა სამყაროში, თავის საქმეს “სილამაზის გაჩუქებას”, მარტივად ხსნის, რომ ყვავილი არასოდეს გაუყიდია და არც გაყიდის. მხოლოდ გაჩუქება იცის, თუმცა, წამით გვთხოვს, მოვუსმინოთ, რას ნიშნავს ბიზნესი, სახელად “გაჩუქება”, თან გულიანად იცინის:

_ ნამდვილად მქონდა ჩანაფიქრი, რომ სამოთხის ბაღივით მექცია კარმიდამო და ვისაც სურვილი ექნებოდა, კვალში ჩამდგომოდა. ეს, უფრო სწორად, იმ ტრაგიკულმა გარემოებამ განაპირობა, რაც ცხოვრებამ მაგემა _ სულ ახალგაზრდა ასაკიდან უახლოესი ადამიანების სიკვდილს და ტკივილიან დღეებს და წლებს ვხედავდი და ვითვლიდი. რაც მეტად მომეძალა თალხი დღეები, მით მეტი ყვავილი და სილამაზე ავაბრიალე… ვჩუქნი ყველას, ნერგს, ტოტს, დაფესვიანებულს თუ ქოთნიანად… თუმცა, ერთხელ და ორჯერ რომ ყვავილს წაიღებს ადამიანი, ვერ ან არ გაახარებს და კიდევ მოვა და მთხოვს, მე ასეთს კიდევ ნერგს აღარ მივცემ! გასაჭირი ბევრნაირია, მაგრამ ყველგან არსებობს გამოსავალი. სამყარო ისეთი საოცრებაა, სიცოცხლე ისეთი სასწაულია, ადამიანი ყოველ წუთს უნდა ეცადო, კიდევ უფრო გაალამაზო, შენი წილი სილამაზით შეავსო! ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იყოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბაღნარი? ყველა სახლის წინ პატარა სამოთხის ბაღი? არ მითხრას ვინმემ, ამას დიდი დრო და თანხები ჭირდებაო…

მანანა ჭელიძეს, ყვავილების ზღვაში რომ ჩაუძირავს თავისი კარმიდამო, ცხოვრების მწარე რეალობამ ნარ-ეკალი უფრო მეტად აგლეჯინა.

სრულიად ახალგაზრდას, 22 წლისას, 27 წლის და გარდაეცვალა. მშობლების მხარდამხარ იკისრა ორი მცირეწლოვანი დისშვილის გაზრდა. წლები მიჰქროდა და ულამაზეს, ძალიან ნიჭიერ ქალბატონს პირად ცხოვრებაზე აღარც უფიქრია:

_ მე ხომ ჩემი დისშვილები, იგივე შვილები _ თამუნა და ნინო ნავერიანები გავზარდე? განა, ეს არ იყო ჩემი პირადი ცხოვრება? მშობლებიც ვერ მოხუცდნენ, ადრე დამტოვეს. სიძემ მოგვიანებით ცოლი შეირთო. მე მის მეუღლეს ჩემი “დისმაგიერი” დავარქვი. არაჩვეულებრივი ქალბატონია. ჩემს დისშვილებს თავადაც დედად მოევლინა. ორი შვილი კიდევ შეეძინათ. მე სულ ვამბობ, რომ ოთხი დისშვილი მყავს. ასე ვზიდეთ ამ ცხოვრების უმძიმესი გზა, რომლის ნარ-ეკალი, სიმღერის არ იყოს, სიყვარულმა დაგლიჯა! კი, სიყვარული ყველაფერ ცუდს სპობს, ანადგურებს, _ ამბობს ქალბატონი მანანა და სახლის მეორე სართულზე გვეპატიჟება, სადაც ფოიეში, კაქტუსოვნების ჯარია.

_ 20-25 წლისანი არიან ჩემი კაქტუსოვნები. ე. წ. “ფულის ხეს” _ “მსუქანას”, ერთი კუთხე მთლიანად უჭირავს. დაბადებიდან აქ ცხოვრობენ ანუ ნამცეცობის ასაკიდან აქ “დავასახლე”. მე მათ ადამიანებივით ვეფერები და ვესაუბრები. არა, ეკლებით არ მპასუხობენ. არც ყვავილს და არც ადამიანს არ უნდა მოექცე ისე, რომ გიჩხვლიტოს. სიყვარული და ტკბილი სიტყვაა ყოვლისშემძლე. შორს რად გვინდა წასვლა, რუსთველზე უკეთ ვინ გვასწავლიდა, რომ ტკბილი ენა “გველსა ხვრელით ამოიყვანს?”_ დიდი შოთას აფორიზმს იშველიებს და კვლავ დაბლა, ეზოს მარჯვენა მხარეს მივყავართ:

_ უამრავი აგავა მაქვს. შარშან, გარეთ, ეზოში დავტოვე და ყინვამ დამიზიანა. გამოვიტირე… შელანძღული უზარმაზარი ლანცეტი-ფოთლები შევაჭერი. შუაგულის გარდა, ყველა დამზრალი იყო. სამომავლოდ ამინდს აღარ ვენდობი. ახლა ერთი სული მაქვს, როდის დაიზრდებიან და დაიბრუნებენ თავდაპირველ იერს ჩემი აგავები! ლამის “ქუხნის” სიმაღლის იყვნენ. ალბათ, ორიოდე წელი დასჭირდებათ, რომ მოვაწესრიგო ძველებურად…

მანანა ჭელიძეს ოზურგეთში კოპწია სილამაზის სალონიც აქვს, სადაც მშვენიერების და სილამაზის თავისებური ხელწერით იცნობენ.

_ არაერთხელ ყოფილა, ადამიანს ფული არ აქვს, ან აკლდება. მუდამ ვცდილობ, შევიდე კლიენტის მდგომარეობაში. “გაჩუქება-ბიზნესის” სახელდება მხოლოდ ჩემი ყვავილებისთვის კი არ მომიგონია, სალონშიც ვრცელდება არაერთხელ… კი არ ვხუმრობ. უბრალოდ, თქვენ რომ გეღიმებათ, მეც ვიცინი, _ გვეუბნება პოზიტიური განწყობის ოსტატი ქალბატონი და განსაკუთრებული სიყვარულით ახალგაზრდებზე საუბრობს:

_ ვემსახურები სილამაზეს! ვემსახურები ჩემი, ჩვენი საოცარი ახალგაზრდობის სიყვარულს! თუ ამას ჯარისკაცურ ნათქვამად არ ჩამითვლით… თუ ჩამითვლით და არც ესაა მიუღებელი _ ჩემი თამუნა და ნინო ნავერიანების სახით, მთელი საქართველოს მომავალს ვეფერები და ამის საშუალებას და შესაძლებლობას რომ უფალი მაძლევს, სხვა ნატვრა რატომ უნდა მქონდეს!

წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ სილამაზის და სიყვარულის უანგარო მსახურებით ცნობილ საოცარ ქალბატონს!

ავტორი: მარინა ჩიხლაძე

მანანა ჭელიძე
გაზიარება106Tweet66Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

როგორ გადანაწილდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლები თვითმმართველობის არჩევნებზე

მთავრობის ხედვა გულისხმობს რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას

ყველა სიახლე

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025
სამართალი

“გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობდა” _ რატომ დააკავეს ლილუაშვილი

11:36; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს: რას ედავება საგამოძიებო უწყება სუს-ის ყოფილ უფროსს? – ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

11:31; 23.12.2025
პოლიტიკა

აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება _ ირაკლი კობახიძე

10:08; 23.12.2025
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

10:07; 23.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23.12.2025
ზაფრანი

როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი?

9:59; 23.12.2025
ზაფრანი

რა ხდება ორგანიზმში ყავის მიღების შემდეგ

9:57; 23.12.2025
ზაფრანი

მათთვის, ვინც დიეტაზეა

9:55; 23.12.2025
ზაფრანი

რომელი სახეობის თევზი უნდა მივირთვათ

9:54; 23.12.2025
საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფარდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო