„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.
“კამპანიის ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. გავაცანი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. ახალი სამუშაო ადგილები, საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა, დასაქმების პოლიტიკა, ანგარიშვალდებულება მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის დროს – ეს ის საკითხებია, რაზეც ორი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)