კიევში დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტი გაიხსნება, სადაც დელეგატებს სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს.
სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტიც.
საქართველოს დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ყირიმის საკითხი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს პრობლემაცაა, ვინაიდან ორივე ქვეყანაში იდენტური გამოწვევებია ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით.
ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ვოლადიმირ ზელენსკიმ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად გადაუხადა მადლობა. უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერსა და უმაღლესი რადის თავმჯდომარეს შეხვდა.
აუდიენციებზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო მისწრაფებებზე.