https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

11:24; 27.05.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2024 წლის 14 მაისს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (ТПП) გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლის მიხედვითაც მოსკოვში შედგა რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რუსეთ-საქართველოს შორის ფულადი ანგარიშსწორების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა.

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო 2023 წლის 7 თებერვალს შეიქმნა და მის თავმჯდომარედ აირჩიეს ООО «ИК Румб»-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე პრეზიდენტი, იური ბალაშოვი.

პრეს-რელიზის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, მან დასძინა, რომ “ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება და არ იქნება გაყინული.“ შეხვედრაზე ასევე წაიკითხეს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის მისასალმებელი წერილი.

პრეს-რელიზის თანახმად, პირადად და ვიდეოზარის საშუალებით, სხდომაში მონაწილეობდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის  საქართველოში გლამპინგის მფლობელი ვიტალი იაზვენკო, VR Holding-ის გაყიდვების მენეჯერი მარიკა ბურჭულაძე, კომპანია Green Garden-ის გენერალური მენეჯერი თამარა ბერულავა, კომპანია Трипспейс -ის მფლობელი სოსო გურული, ქართული ტელეკომპანია „საფერავის“ დამფუძნებელი დიმიტრი კოსტაროვი, ბიზნესის განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლაი ტუბენშლიაკი, რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სემიონ ნადაშვილი და სხვები.

რა ვიცით სხდომაში საქართველოდან მონაწილე ბიზნესსაზოგადოებაზე ღია მონაცემებზე დაყრდნობით:

ვიტალი იაზვენკო რუსეთის მოქალაქეა, რომელმაც საქართველოში 2019 წლის ივნისში დააფუძნა შპს ჯეველბერი ჯორჯია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ამავე წლის აგვისტომდე, აგვისტოდან კი 50%-იანი წილის მფლობელი ხდება  გვანცა მიქუჭაძე. 2023 წლის მაისიდან აღნიშნული კომპანიის მეწილეები არიან – გვანცა მიქუჭაძე (50%) და შპს ჯბ შუაგული ინვესტ (50%).

აღსანიშნავია, რომ შპს ჯბ შუაგული ინვესტი 2022 წლის 13 ოქტომბერს არის დაფუძნებული. 2023 წლის 11 მაისიდან კი სახელს იცვლის  და სამეწარმეო რეესტრში შპს ჯეველბერი ინვესტის სახელით გვხვდება, რომლის მეწილეებიც არიან: ვიტალიი იაზვენკო  /რუსეთის ფედერაცია/ – (19%), ვიტალიი ობოტინ, /რუსეთის ფედერაცია/ – 38%; ეგორ პოდოლსკიი, /რუსეთის ფედერაცია/ – 20%; გიორგი შერაზადიშვილი /რუსეთის ფედერაცია/ – 19%; მარინა ვეკილოვა /რუსეთის ფედერაცია/ – 4%.

რაც შეეხება ვიტალი იაზვენკოს ბიზნესპარტნიორს გვანცა მიქუჭაძეს – იგი სასტუმრო კომპლექსის, “შუაგულის” დამფუძნებელია და აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძის ცოლია. “შუაგული” მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სივრცეს, ხელოვნურ ტბას, სანერგე მეურნეობას და ტურისტულ/ ივენთ მომსახურებებს ეწევა. შუაგულის ტერიტორიაზე Jewelberry Glamping Georgia, რომელიც სტუმრებს სასტუმრო მომსახურებას სთავაზობს. “შუაგულის” საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით, მისი მმართველი კომპანიაა შპს ივენთ გარდენი, რომელსაც ფლობს შპს გარდენ სითი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ვალერიან ცერცვაძე, ხოლო დირექტორი – გვანცა მიქუჭაძე.

ვალერიან ცერცვაძის გარდა, სანქცირებულ მოსამართლეებს შორისაა მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და ირაკლი შენგელია. სანქციების ფარგლებში, აშშ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ დაუწესდათ სავიზო შეზღუდვები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო (სავიზო შეზღუდვები გავრცელდა მათი ოჯახის წევრებზეც). ვალერიან ცერცვაძე ფლობს 2021 წელს დარეგისტრირებული შპს გრინ სფეის შუაგულის 50% წილს (25-25%-ს კი კონსტანტინე და ლევან აბზიანიძეები ფლობენ). რეესტრის მიხედვით, 2022 წლიდან მიმდინარეობს ამ კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, თუმცა კომპანიის სტატუსი ჯერ კიდევ აქტიურია და ის აგრძელებს ფუნქციონირებას.

გვანცა მიქუჭაძე ფლობს შპს აიტექნიკისა და შპს სითი გარდენის 100%-იან წილებსაც. ასევე 2020 წელს დარეგისტრირებულ შპს მისთორის 70%-იანი წილს, სადაც 30%-იანი წილის მფლობელია ლევან ნონიაშვილი.

სანქცირებულ ყოფილ მოსამართლეს, მის სამ კოლეგასთან ერთად, “ქართული ოცნება” ხშირად სოლიდარობას უცხადებს არა მხოლოდ საჯარო განცხადებებში, არამედ, მაგალითად, 2023 წლის 19 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რითაც დადგინდებოდა სანქცირების საფუძვლები და მოტივაცია.

მარიკა ბურჭულაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა ფორუმში, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-რელიზის თანახმად, შპს VR ჰოლდინგის გაყიდვების მენეჯერია. აღნიშნული ჰოლდინგ-კომპანიის დამფუძნებელია ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძე, რომელიც გამოირჩევა მთავრობის მხარდამჭერი განცხადებებით და სანაცვლოდ კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მნიშვნელოვან ბენეფიტებს იღებს.

ნოშრევან ნამორაძის მსხვილი ბიზნესების ჩამონათვალი შთამბეჭდავია და იგი ფლობს:

  • შპს კრწანისი როიალ რეზიდენსი – 2018 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით ნამორაძე 100%-იანი წილის მფლობელი იყო. 2019 წლის 26 სექტემბრიდან მეწილეები (50-50%) იყვნენ  ნოშრევან ნამორაძე და რუსეთის მოქალაქე კირილ ივანიჩევი. ამავე წლის 24 ოქტომბრიდან იცვლება წილების თანაფარდობა – 66/34. 2020 წლის 4 სექტემბრიდან კი ისევ 50/50 ხდება. 2021 წლის 6 აპრილიდან 100%-იანი წილის მფლობელი ნოშრევან ნამორაძეა.
  • შპს ვი არ ვაკე თაუერსი  – 100%
  • შპს ვი არ შეკვეთილი რესორტ  – შპს ვი არ ლისი (მესაკუთრე ნოშიკო ნამორაძე – 100%) – 100%
  • შპს თაბორი ფორესთ-პარკ რესორტ – 100%
  • შპს ვრ კონსტრაქშენი – 100%
  • შპს ვი არ როიალ სერვის – 100%
  • შპს ვი არ ვინდოუს – 100%
  • შპს ვრ მენეჯმენტი – 100%
  • შპს სავაჭრო ცენტრი სამგორი  – 100%
  • შპს ვილა – 100%
  • შპს კრწანისი ვილა რეზიდენსი KRTSANISI VILLA RESIDENCE – 100%
  • შპს Modern House  – ნოშრევან ნამორაძე – 51%, ქეთევანი კალანდაძე – 49%.

ნოშრევან ნამორაძემ 2021 წელს ქართულ ოცნებას შესწირა 30,000, ხოლო 2022 წელს – 50,000 ლარი.

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-რელიზის თანახმად, ფორუმში ასევე მონაწილეობდა კომპანია “გრინ გარდენის” მთავარი მენეჯერი თამარ ბერულავა. ლინკედინზე განთავსებული პროფილის მიხედვით, იგი არის შპს ქანდა აგრიქალჩერის პროექტის მენეჯერი და შპს ლაქშერი რეზიდენსის ბიზნეს განვითარების მენეჯერი.

შპს გრინ გარდენის წილი შემდეგი თანაფარდობით ნაწილდება: ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ – 51%, გალინა ივანიჩევა /რუსეთის ფედერაცია/ – 38% და ვალერი კისტერევ – 11%.
ივან ბიდეევი შპს გრინ გარდენის გარდა არის შპს ლაქშერი რეზიდენსის 25%-იანი წილის მფლობელი. დანარჩენი წილები ნაწილდება შემდეგნაირად: გალინა ივანიჩევა – 25%, შპს გეორგია ინვესტმენტ გრუპ – 50%. შპს გეორგია ინვესტმენტ გრუპის მესაკუთრეა კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, როლანდ შინდელიშვილი, რომელიც 2013 წელს ძალოვანი სტრუქტურის სხვა ზემდგომ პირებს მისი და მისი ოჯახის რეპრესიებში ადანაშაულებდა.

ივან ბიდეევი სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ასევე ფლობს:

  • შპს პრაიმ რეზიდენს – ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 50%; გალინა ივანიჩევა  /რუსეთის ფედერაცია/  50%
  • შპს ეფლ გარდენ – 100%
  • შპს სემირამიდას ბაღი – 100%
  • შპს აფინა ჯორჯია – ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 90%; ვალერი კისტერევ, /რუსეთის ფედერაცია/ 5%; არტემ ნოვიხინ  /რუსეთის ფედერაცია/ 5%
  • შპს ევროპული ბაღი – ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 51%; გალინა ივანიჩევა /რუსეთის ფედერაცია/ 38%; ვალერი კისტერევ  /რუსეთის ფედერაცია/ 11%.
  • შპს ედემის ბაღი – ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 51%; გალინა ივანიჩევა /რუსეთის ფედერაცია/ 38%; ვალერი კისტერევ  /რუსეთის ფედერაცია/ 11%.

შპს ქანდა აგრიქალჩერი სოფელ ქანდაში მდებარეობს და 2022 წლიდან ხეხილისა და ნუშის სუპერ ინტენსიურ ბაღებს აშენებს. კომპანიამ 2021 წელს, სოფელ ქანდაში სახელმწიფოსთან მსხვილი გარიგების შედეგად, 200 ჰა საწარმოო მიწა შეიძინა. მათ საკუთრებაში არსებული 200 ჰა-დან კი 120 ჰა-ზე ნუშისა და ხეხილის სუპერ ინტენსიური ბაღები გააშენეს. კომპანია შეიქმნა 2021 წელს. მისი ამჟამინდელი მესაკუთრები არიან: ლუიზა ალავერდოვი – 51%; გალინა ივანიჩევა /რუსეთის ფედერაცია/ – 38% და ვალერი კისტერევ /რუსეთის ფედერაცია/ – 11%.

ლუიზა ალავერდოვი საქართველოს მოქალაქეა. ასევე ფლობს შპს ჯორჯიან დეველოპმენტ 2022-ის 100%-იან წილს. არის შპს ქანდა დეველოპმენტის დირექტორი, რომლის მესაკუთრეცაა რუსეთის მოქალაქე გალინა ივანიჩევა. ალავერდოვი ასევე შპს პრაიმ რეზიდენსის დირექტორია ივან ბიდეევთან ერთად (ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია), რომლის მესაკუთრეები არიან: თავად ივან ბიდეევი – 50% და გალინა ივანიჩევა – 50%.

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-რელიზის თანახმად, ბიზნეს ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე ტელეკომპანია „საფერავის“ დამფუძნებელი დიმიტრი კოსტაროვია /საქართველოს მოქალაქე/. შპს საფერავი ტვ-ს მესაკუთრეები არიან: ალექსანდრე კოსტაროვი – 50% (წილის მმართველი ნატალია ხომენკო), გიორგი ჩხაიძე – 50%. რეესტრის მონაცემებით, დიმიტრი კოსტაროვის კავშირი აღნიშნულ შპს-სთან არ ჩანს, თუმცა საჯარო სივრცეში იგი წარდგება როგორც ტელევიზიის დამფუძნებელი.

დიმიტრი კოსტაროვი ასევე არის შპს სოფლის მეურნეობის აკადემიის დირექტორი, რომლის მესაკუთრეებიც არიან  – ირინა დანილენკო /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ – 34%; ვასილ ცხაკაია – 33%; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ბ და ნ ინვესტ – 33%. დიმიტრი კოსტაროვი ფლობს შპს სელენეს 25%-იან წილსაც, სადაც დანარჩენი მესაკუთრეები არიან – ვასილ ცხაკაია 25%, გიორგი გაჩეჩილაძე 50%.

ვასილ ცხაკაია ფლობს სხვადასხვა კომპანიას დანილენკოსთან /რუსეთის ფედერაცია/, არტიომ გრიგორიანთან, იოსებ ალავიძესთან (შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი), ალი ჯაფარი რუდსართან /ირანი (ისლამური რესპუბლიკა)/, ნურმანდ ხანჯარი კაკავანდისთან /ირანი (ისლამური რესპუბლიკა)/  და სხვებთან ერთად. ცხაკაია ასევე არის საქართველოს კარტინგის ფედერაციის წევრი, რომლის თავმჯდომარეც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე რომან ხიდეშელია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ბ და ნ ინვესტ 100%-იანი წილის მფლობელია ნატა კაკაბაძე /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/, დირექტორი –  ელბაი დურსუნოვი. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელია ასევე ნატა კაკაბაძის მფლობელობაში არსებული შპს ბ და ნ, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ყველაზე ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა, ბადრი კაკაბაძემ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ დააფუძნა 2010 წელს. 2022 წლიდან, რეორგანიზაციის შედეგად, შეერწყა შპს გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს.

დიმიტრი კოსტაროვი ასევე არის შპს აგროცენტრისა (მესაკუთრე – ევგენი რაქვიაშვილი 100%) და შპს აგრარული სამეცნიერო – საწარმოო ცენტრის დირექტორი (მესაკუთრეები: ნატალია ხომენკო – 50%, ავთანდილ კოჩაძე – 50%).

აღსანიშნავია, რომ შპს აგრარული სამეცნიერო – საწარმოო ცენტრი 2013 წლის იანვარში სწორედ კოსტაროვმა დააფუძნა, თუმცა იმავე წლის ნოემბრიდან 100%-იანი წილის მფლობელი ნატალია ხომენკო გახდა. 2014 წლის თებერვლიდან 50-50%-იანი წილის მფლობელები ავთანდილ კოჩაძე და ხომენკო არიან.

დიმიტრი კოსტაროვმა და ავთანდილი კოჩაძემ 2013 წლის იანვარში დააფუძნეს შპს კრედიტაგრო, წილების თანაფარდობა – 51/49. 2013 წლის მარტიდანვე 100%-იანი წილის მფლობელი ხდება კოჩაძე, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 50%-იანი წილის მფლობელი ნატალია ხომენკოა.

ავთანდილ კოჩაძემ ქართულ ოცნებას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა, 2017 წელსაც 60,000, 2020 წელს 40,000, 2021 წელს კი ისევ 60,000. ჯამში – 220,000 ლარი.

ფორუმზე გაჟღერებული კიდევ ერთი მონაწილე სოსო გურული ფლობს ორ კომპანიას – შპს სონატი, შპს შპს ტრიპსპეისი. ორივეს 100%-იანი წილის მფლობელია. როგორც მისი ფეისბუქის საჯაროდ ხელმისაწვდომი პროფილიდან ირკვევა, კომპანია ტრიპსპეისი დაკავებულია მანქანების გაქირავებითა და ტურისტული მომსახურებით.

რაც შეეხება ფორუმის მონაწილეებს რუსეთის მხრიდან:

საქმიანი საბჭო შექმნილია რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით და შეხვედრას მისი ვიცე პრეზიდენტი, ვლადიმირ პადალკო უძღვებოდა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, პალატას საქმიანი საბჭოები აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან “არამეგობრული” ქვეყნების სიაში, მათ შორის: სირიაში, ირანში, ბელარუსში, ვენესუელაში და ა.შ.

წყარო: https://international.tpprf.ru/

საინტერესოა რომ რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის კიდევ ერთი მონაწილე, იური ბალაშოვი არის ООО «ИК Румб»-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. ინოვაციური კომპანია რუმბი (ИК РУМБ) არის ქ.დუბნის ტექნოლოგიურ-ინოვაციური ტიპის სპეციალური ეკონომიკური ზონის რეზიდენტი და ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

  • თანამედროვე სანავიგაციო მოწყობილობებისა და სისტემების შემუშავება, წარმოება, გაყიდვა და მხარდაჭერა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, დანერგვა და ტექნიკური მომსახურება, მათ შორის მობილური აპლიკაციისა და ღრუბლოვანი სერვისების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია სანავიგაციო მოწყობილობებთან და გეოსივრცულ მონაცემებთან მუშაობისთვის;
  • მომსახურების მიწოდება განვითარებული პროგრამული უზრუნველყოფის, სერვისებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის გამოყენებით.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, დავით ცეცხლაძე არის პრეზიდენტი ორგანიზაციისა – ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. დაიბადა 1982 წელს ბათუმში, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის დეპუტატის, ვაჟა ცეცხლაძის შვილი. 1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს შსს აკადემიაში, 2005 წლიდან სწავლა განაგრძო მოსკოვის მენეჯმენტისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

დასკვნა:

რუსეთის მავნე გავლენა მეზობელ ქვეყნებში განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საფარქვეშ კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – არამდგრადი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებში.

ბიზნესი დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებთან და გავლენას ახდენს საზოგადოების აღქმასა და გრძელვადიან დამოკიდებულებებზე. ასეთი მჭიდრო კავშირების გამოკვლევა – პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედია აქტორებსა და ბიზნესკომპანიებს შორის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ, აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულების ხარისხი ქართულ ბიზნესსა და სტრატეგიულ სფეროებში (რაც შეიძლება, გარკვეულწილად, საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის სუვერენიტეტსაც კი).

თუ კი ახლო წარსულში რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობები გარკვეულწილად შეფარულად მიმდინარეობდა, დღესდღეობით უკვე საქმე გვაქვს ღია პარტნიორობებთან და ორმხრივ განცხადებებთან, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება და რუსულ კაპიტალს საქართველოში ბრუნვაში ხელი აღარ შეეშლება. სავარაუდოდ, რუსულ მხარეს ამის თქმის მყარ საფუძველს აძლევს ის პოლიტიკა, რასაც საქართველო ბოლო ხანებში ატარებს, რისი დაგვირგვინება გახდა 2024 წლის აპრილში, “რუსული კანონის” მორიგი შემობრუნება და არასამთავრობო სექტორის, მედიის და სხვა დამოუკიდებელი აქტორების საბოლოო გაჩუმების მცდელობა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს შეხვედრები 2023 წელსაც იმართებოდა. 19 სექტემბერს საბჭოზე განიხილეს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი, როგორიც სატრანსპორტო კავშირების გაფართოებაა. 4 დეკემბერს იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, სადაც რუსეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის გამარტივება ასევე მთავარ თემას წარმოადგენდა.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მთავარ ფოტო: კომპლექსი “შუაგული”. წყარო: FB გვერდი – Shuaguli • შუაგული

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს

20:05; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი…

13:45; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის” კონკრეტულ “ჟურნალისტებს”, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები

11:04; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20 სექტემბერი, 2026

“სარფიანი” მსახიობები

პოლ მაკარტნის უცნობი წერილი

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო