ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პაატა კუნჭულიას მერობის პერიოდში დაწყებული რეორგანიზაცია დასრულდა.
მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაცია დაახლოებით 22 თანამშრომელს შეეხო.
ამ ეტაპზე ცნობილი ხდება, რომ გია ანთაძის მიერ მერის მოვალეობის შესრულების პერიოდში მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ბახტაძის თქმით, კონკურსთან დაკავშირებით დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
„უახლოეს დღეებში HR.ge-ზე ვაკანსიები გამოცხადდება. კონკურსის პირობებზე მუშაობა თითქმის დასრულებულია“, _ უთხრა „გურია ნიუსს“ ნინო ბახტაძემ.
„გურია ნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.



































































