ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ბოლო დღეებში ზედოზირების შემთხვევების შესაძლო გახშირებაზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საზოგადოებას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია, რა ნივთიერებები ვრცელდება ამჟამად საქართველოში. მისი თქმით, ზოგიერთი შემთხვევის კლინიკური სურათი ძლიერი სინთეზური ოპიოიდების შესაძლო გავრცელებაზე აჩენს ეჭვს, თუმცა, მისივე თქმით, ამის დასადასტურებლად აუცილებელია ტოქსიკოლოგიური კვლევა.
“არ ვიცი, რა უბედურება ტრიალებს ბოლო ერთი კვირაა, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ყოველდღიურად მირეკავენ და მეუბნებიან ზედოზირების ახალ შემთხვევებზე. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა, როგორც მეუბნებიან, სიკვდილითაც დასრულდა.
ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ზოგიერთი შემთხვევის კლინიკური სურათი მაფიქრებინებს ძლიერ სინთეზურ ოპიოიდებზე.
































































