ორგანიზაცია TFC-ის ფარგლებში დიდი ივენთი Cage Grappling (Submission Only) გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელმა, მოქმედმა სპორტსმენმა თორნიკე გორდელაძემ – ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ–გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ფეისბუქზე ავრცელებს.
ოზურგეთელმა სპორტსმენმა მძიმე და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე ჯაბა ჯაიანი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.



































































