სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოჭადრაკემ, ნიკოლოზ გოგიამ, საქართველოს ჩემპიონატის 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ნიკოლოზმა 9 პარტიიდან 7 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
13 სექტემბერს, ქუთაისში გამართულ საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში, მან 12 წლამდე ჭაბუკთა შორის კვლავ პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.
12 წლის მოჭადრაკე რესპუბლიკური, საერთაშორისო და საკვალიფიკაციო ტურნირებისა და ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულია.
მიმდინარე წელს, ქუთაისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში, ნიკოლოზ გოგია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მან წარმატებით იასპარეზა ბათუმში გამართულ ფიდეს მსოფლიო თასზეც, სადაც 67 ქვეყნის 700-მდე საუკეთესო მოჭადრაკეს შორის საქართველოს სახელით მონაწილეობდა.
ნიკოლოზ გოგიას წარმატებები აქვს სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებშიც. 2025 წელს, 120 მოჭადრაკეს შორის, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მან პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე პერიოდში იგი ვიცე-ჩემპიონიც გახდა.
2024 წელს კი ნიკოლოზმა 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
ახალგაზრდა მოჭადრაკის მწვრთნელი ტიტულოვანი მოჭადრაკე მერაბ ჯღამაძეა.


































































