როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლას წელს პირველკლასელი არ ეყოლება.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ლალი სიჭინავას ინფორმაციით, ეს კვირიკეთისა და ორმეთის საჯარო სკოლებია.
“კვირიკეთისა და ორმეთის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელს პირველი კლასის მოსწავლე არ ირიცხება”, _ გვითხრა ლალი სიჭინავამ.































































