სამტრედიელ 2 წლისა და 5 თვის ლაზარე მიქელიანს ბაქტერიული მენინგიტისა და სეფსისის დიაგნოზი დაუსვეს.
როგორც „გურია ნიუსს “ ლაზარეს დედამ, მარიამ მიქელიანმა უთხრა, ბავშვი თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა.
მისივე თქმით, ლაზარეს სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხის დამოუკიდებლად შეგროვება უჭირს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: GE80BG0000000611474275
კრედო ბანკი: GE89CD0360000058801135
მიმღები: მარიამ მიქელიანი
ფოტო: ოჯახის მიერ მოწოდებული, დედის თანხმობით.






























































