15 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება. წელს პირველკლასელები სასწავლო პროცესს სასკოლო ფორმებით შეუდგებიან.
რამდენი პირველკლასელი იწყებს სწავლას წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში?
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ლალი სიჭინავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლასა და ორ მართლმადიდებლურ სკოლაში წელს სწავლას 457 პირველკლასელი იწყებს.































































