დაახლოებით 15 უკრაინელი სპეციალისტი მუშაობს აფრიკაში, სახელმწიფო მალიში, სადაც ისინი ეხმარებიან ადგილობრივ მეამბოხეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აფრიკაში მეომარ რუსულ კორპუსს, _ ეს მასალა „გურიანიუსმა“ CNN-ზე დაყრდნობით მოამზადა.
„უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას საკუთარი საზღვრების მიღმა აფართოებს. უკრაინელი დრონების ოპერატორები მოქმედებენ მალის უდაბნოებში და ეხმარებიან ადგილობრივ ძალებს, რომლებიც ებრძვიან რუსულ ჯარებს“, _ ეს არის ციტატა CNN-დან, რომელსაც „გურია news“ ეყრდნობა.
„გურიაnews”-მა CNN-ის ინფორმაციის მიხედვით დაასკვნა, რომ მალიში დაახლოებით 15 უკრაინელი სპეციალისტია გაგზავნილი.
„მათი სამუშაო ძირითადად ორიენტირებულია ქვეყნის ჩრდილოეთში მეამბოხეების მხარდაჭერაზე, წვრთნასა და ოპერატიული დახმარების გაწევაზე“, _იუწყება CNN.

































































