რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ასევე, კიევში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
მანამდე, ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსულმა ძალებმა ჰოსტომელის მახლობლად საწყობებს დაარტყეს, სადაც ხანძარი გაჩნდა.
კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, რუსებმა იერიში სამოქალაქო დანიშნულების საწყობზე მიიტანეს.
































































