სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
წინადადების მიღება 18 სექტემბერს იწყება და 21 სექტემბერს დამთავრდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 46 000 ლარია. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 1 თვე.






























































