ესტონეთის ზოგიერთ ნაწილში ღამით საჰაერო განგაში გააქტიურდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, განგაშის მიზეზი ესტონეთის საზღვარს მოახლოებული დრონები გახდა, რომლებიც მოგვიანებით ქვეყნის საჰაერო სივრცეშიც შევიდნენ.
ვითარების განმუხტვის შემდეგ ესტონეთის თავდაცვის ძალებმა საჰაერო განგაში გააუქმეს. ცაჰკნას თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საფრთხეზე მყისიერად და გეგმის შესაბამისად ირეაგირა.
„მოგვიანებით, ესტონეთის თავდაცვის ძალებმა საჰაერო განგაში გააუქმა. ნატო-მ სწრაფად და ზუსტად ისე მოახდინა რეაგირება, როგორც დაგეგმილი იყო. ალიანსი ფხიზლადაა და მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია“, — წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია. მისი თქმით, შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, რათა რუსეთმა აგრესია საბოლოოდ შეწყვიტოს



































































