ვერძი
დღე აქტიური და დატვირთული იქნება. სამსახურში თქვენი ინიციატივა ყურადღების მიღმა არ დარჩება და შესაძლოა მხარდაჭერაც მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებთ _ უმჯობესია, სპონტანურ შენაძენებს მოერიდოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ, გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.
კურო
დღეს შესაძლებელია იმ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა, ვისთანაც ბოლო პერიოდში უთანხმოება გქონდათ. ხელსაყრელი დროა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლადაც. ფინანსებთან მიმართებით სტაბილური მიდგომა შეინარჩუნეთ და დიდ ხარჯებს ნუ იჩქარებთ. დღის ბოლოს სასიამოვნო შეხვედრა ან კარგი ამბავი გელით.
ტყუპები
მოულოდნელმა ზარმა, შეტყობინებამ ან შეთავაზებამ შესაძლოა თქვენი დღის გეგმები შეცვალოს. ახალი ნაცნობობა მომავალში საინტერესო ან სასარგებლო აღმოჩნდება. ეცადეთ, ერთდროულად რამდენიმე საქმეს არ შეეჭიდოთ და ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ.
კირჩხიბი
დღეს ინტუიცია ბევრ სიტუაციაში სწორ მიმართულებას გაჩვენებთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ შინაგან ხმას ნუ დაეყრდნობით და ფაქტებიც გაითვალისწინეთ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა კვლავ წამოიჭრას საკითხი, რომელიც წარსულში უკვე გაწუხებდათ. ეცადეთ, ძველი წყენა ახალი დაპირისპირების მიზეზად არ იქცეს.
ლომი
შესაძლოა დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. სამუშაო გარემოში თქვენს იდეებს მხარდაჭერა ექნება, ამიტომ საკუთარი აზრის გამოხატვას ნუ მოერიდებით. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად და მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად. პირად ცხოვრებაში კი სასიამოვნო სიურპრიზი ან მოულოდნელი ყურადღება გელით.
ქალწული
დროა, დაგროვილ საქმეებს მიხედოთ და დაწყებული საკითხები ბოლომდე მიიყვანოთ. ორგანიზებულობა დღეს განსაკუთრებით დაგეხმარებათ და დღის ბოლოს მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ფინანსურ სფეროში მცირე, თუმცა სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. ურთიერთობებში კი ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ _ ზოგჯერ დათმობა უკეთეს შედეგს იძლევა.
სასწორი
შესაძლოა იგრძნოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ერთი ეტაპი სრულდება და ახალი შესაძლებლობებისთვის სივრცე ჩნდება. კარგი დროა გეგმების გადასახედად და საკუთარი სურვილების უკეთ გასააზრებლად. პირად ურთიერთობებში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ნუ იჩქარებთ და არჩევანი საკუთარ რეალურ სურვილებზე დაყრდნობით გააკეთეთ.
მორიელი
დღეს შესაძლოა ისეთი ინფორმაცია შეიტყოთ, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე ან სიტუაციაზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის. სამუშაო გარემოში კონფლიქტურ თემებს სიფრთხილით მოეკიდეთ. პირად ურთიერთობებში კი ეჭვიანობასა და ზედმეტ კონტროლს მოერიდეთ.
მშვილდოსანი
დღის მთავარი თემა ახალი ადამიანები და საინტერესო შეხვედრები შეიძლება გახდეს. სრულიად შემთხვევით შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში თქვენს გეგმებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ხელსაყრელი დროა მოგზაურობის, სწავლისა და ახალი პროექტების დასაგეგმად. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზიც არ არის გამორიცხული.
თხის რქა
კარიერულ და ფინანსურ საკითხებში აქტიური დღე გელით. თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ შეაფასონ, ზოგიერთს კი ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო პროფესიული შეთავაზება გამოუჩნდეს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ეცადეთ, დრო პირადი ურთიერთობებისთვისაც გამონახოთ.
მერწყული
შესაძლოა დღეს საბოლოოდ გადაწყვიტოთ ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ. კარგი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად, სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემომყოფების მოსაზრებებსაც _ შესაძლოა საინტერესო იდეა სწორედ მათგან მიიღოთ.
თევზები
ინტუიცია დღეს თქვენი ძლიერი მხარე იქნება. შესაძლოა ადვილად მიხვდეთ, რას ფიქრობს ან რას გრძნობს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ და საეჭვო შეთავაზებებს ნუ ენდობით. საღამო დასვენებას და საკუთარ თავთან განმარტოებას დაუთმეთ.




































































