23 სექტემბერს 2026 წლის შემოდგომის ბუნიობაა – ასტრონომიული მოვლენა, რომლის დროსაც დღე და ღამე თითქმის თანაბარი ხანგრძლივობისაა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ამის შემდეგ დღეები თანდათან მოკლდება, ღამეები კი გახანგრძლივდება.
2026 წელს ბუნიობის ზუსტი მომენტი თბილისის დროით 23 სექტემბერს, 04:05 საათზე იქნება. ამავე პერიოდში მზე ასტროლოგიურად სასწორის ნიშანში გადადის, რის გამოც ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მეტად გავლენას?
სასწორი – ასტროლოგების თქმით, სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, განსაკუთრებით გაუმძაფრდეთ სურვილი, გადახედონ ურთიერთობებს, პირად მიზნებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გადადებული ჰქონდათ. ეს შეიძლება, კარგი პერიოდი იყოს იმის გასააზრებლად, რას მოაქვს მათ ცხოვრებაში ჰარმონია და რა არღვევს ბალანსს.
თხის რქა – სასწორის სეზონის გავლენა მათთვის განსაკუთრებით შეიძლება, კარიერულ და პროფესიულ საკითხებში გამოიხატოს. ასტროლოგების თქმით, ეს კარგი პერიოდია იმის შესაფასებლად, რამდენად შეესაბამება არსებული სამუშაო, პასუხისმგებლობები და მიზნები მათ რეალურ პრიორიტეტებს


































































