რამდენიმე წუთში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების – ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღევანდელი სხდომა, მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
დიდი ალბათობით, დაკავებულებს სასამართლო დარბაზში მიიყვანენ.



































































