აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას “მარნეულინიუსი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. 27 წლის კაცი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო.



































































