2026 წლის აგვისტოში, ივლისის თვესთან შედარებით, გურიის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღებთა და დასაქმების პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ ხნობილი ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებიდან, რომელიც ასახავს შემწეობის მიმღები ოჯახებისა და პირების დინამიკას რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში.
ივლისში შემწეობას იღებდა 3,704 ოჯახი (15,071 პირი), ხოლო აგვისტოში ეს მაჩვენებელი 3,611 ოჯახამდე (14,657 პირი) შემცირდა. შესაბამისად, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 93 ოჯახით (414 პირით) შემცირდა.
ივლისში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამით სარგებლობდა 1,034 ოჯახი (4,882 პირი), აგვისტოში კი — 993 ოჯახი (4,698 პირი), რაც 41 ოჯახით (184 პირით) ნაკლებია.
ოზურგეთი (სოფლები): საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი კლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა. აგვისტოში შემწეობა 1,162 ოჯახს (5,280 პირი) გაეცა, ივლისში კი 1,244 ოჯახს (5,681 პირი) ეძლეოდა, რაც 82 ოჯახით ნაკლებია. დასაქმების პროგრამით სარგებლობდა 432 ოჯახი (2,174 პირი), ივლისის 435 ოჯახის (2,189 პირი) ნაცვლად.
ქალაქი ოზურგეთი: ერთადერთი ადგილია რეგიონში, სადაც შემწეობის მიმღებთა ზრდა დაფიქსირდა. აგვისტოში ქალაქში შემწეობა 844 ოჯახმა (2,624 პირი) მიიღო, რაც 30 ოჯახით მეტია ივლისის მაჩვენებელზე (814 ოჯახი, 2,535 პირი). დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა კი 192-დან 186 ოჯახამდე (786 პირი) შემცირდა.
ლანჩხუთი: აგვისტოში საარსებო შემწეობა 1,020 ოჯახზე (4,110 პირი) გაიცა, რაც ივლისთან შედარებით 20 ოჯახით ნაკლებია (ივლისში: 1,040 ოჯახი, 4,196 პირი). დასაქმების პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა 247-დან 231-მდე (1,054 პირი) შემცირდა.
ჩოხატაური: ჩოხატაურში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 21 ოჯახით შემცირდა და აგვისტოში 585 ოჯახი (2,643 პირი) შეადგინა (ივლისში: 606 ოჯახი, 2,659 პირი). საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული ოჯახების რაოდენობა კი 160-დან 144-მდე (684 პირი) შემცირდა.
ავტორი































































