მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
მთელი აგვისტოა აგვისტოს ომის ნამსხვრევებზე დავაბიჯებ – ველაპარაკები ადამიანებს. ისტორიებს ვაგროვებ.
უკანა გზაზე მომავალი, გორული სოფლებიდან, ჩრდილოეთით გავხედავ ხოლმე და ვხედავ ჩვენს მიწას, სადაც სხვები დგანან.
იქიდან სხვები მიყურებენ და მხედავენ მე, საკუთარ მიწაზე და ვიცი, უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს.
რუსეთი – ოკუპანტია!


































































