მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე 3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა. ინფორმაციას “მარნეული ნიუსი” ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.
ადგილობრივების დახმარებით მცირეწლოვანი „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც Marneulinews.ge-ს განუცხადეს კლინიკა „ავერსიდან“, ბავშვს თავის არეში ტრავმა აქვს მიღებული, ასევე აღენიშნება გულმკერდისა და ფილტვების დაზიანებები. მისი მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც ბავშვის თბილისში გადაყვანა იგეგმება
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.




























































