როგორც „გურია ნიუსი“ წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოკლული მარგო ზოიძის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა.
„ჩვენი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას ვითხოვდით“, _ განუცხადა „გურია ნიუსს“ ელიაძის ადვოკატმა, ნინი გელაჭეიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 62 წლის ქალის სასტიკად მკვლელობაში ბრალდებულ გოგიტა ელიაძის სასამართლო პროცესი 1 სექტემბერს გაიმართა.
მოსამართლე თამთა საჯაიას გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვა 11 ოქტომბერს დაიწყება.
ავტორი
































































