ოზურგეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა მსუბუქად .
შეიარაღებული თავდასხმა, გუშინწინ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კ.დ. მსუბუქად დაიჭრა, მოგვიანებით დაჭრილი ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. უწყება ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს;
თვითმხილველთა ინფორმაციით, ინცინდენტისას ორმხრივი სროლები იყო, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა: თავდასხმის დროს ოჯახში, მსუბუქად დაჭრილის გარდა, სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ;
“გუშინ წინ, დაახლოებით, 12 საათზე, ჩვენთან შემოიყვანეს მოქალაქე კახა დუმბაძე, რომელიც კლინიკაში 10-15 წუთი იმყოფებოდა, მას გაეწია დახმარება და შემდგომ ოზურგეთის პოლიციამ კლინიკიდან წაიყვანა”, _ ამბობენ კლინიკაში.
ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება;
ჯერ ჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუ რა გახდა შეიარაღებული თავდასხმის მიზეზი, დაჭრილი კახა დუმბაძე, ქობულეთში, რესტორან “სანაპიროს” თანამშრომელია; _ ინფორმაციას “გურიია მოამბე” ავრცელებს.
































































