ყოფილი პრემიერი, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერები “კოკაინშიკს” უწოდებენ ამტკიცებს, რომ ნარკომომხმარებელი არაა და ამის დასტურად ვენის წამყვანი ჰოსპიტალის დასკვნას ასაჯაროებს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა რომელმაც დასკვნა გასცა, სკანდალში ერთხელ უკვე იყო გახვეული _ რამდენიმე წლის წინ კლინიკის დირექტორს თავად მოუწია იმის აღიარება, რომ რუსეთის სასარგებლოდ კონკრეტული დოკუმენტი იძულებით გააყალბა. მაშინ საქმე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს მოწამვლას ეხებოდა.
“მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო, ეს არის ძალიან ცნობილი, იუშენკოს სკანდალი და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი ბანკა. ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს ასეთი ბანკებით სირბილს ურჩევნია მას, რომ შეეშვას კოკაინს ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის“, _ ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ, კვლევისთვის საჭირო მასალა კლინიკაში 14 სექტემბერს ჩააბარა. დოკუმენტი კი 16 სექტემბრითაა დათარიღებული. პარტია საქართველოსთვის ლიდერმა ნარკოტესტის ვენაში ჩატარება სამხარაულის კლინიკისთვის უნდობლობის გამო გადაწყვიტა.