მთავარი ის არ არის, როგორ და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, მთავარია ის, რომ სააკაშვილი საქართველოშია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, სად არის ახლა მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულად არ იცის და მისი ჩამოსვლის შესახებაც დილით, სოციალური ქსელით შეიტყო.
„მეც დილით შევიტყვე “ფეისბუქის” მეშვეობით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. როგორ შემოვიდა და როდის ჩამოვიდა საქართველოში ამას ახლა, არანაირი მნიშვნელობა აქვს, მთავარია ის, რომ ის საქართველოშია. მთავარი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხვალინდელ არჩევნებში. ხვალ, ყველა ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ.
არ ვიცი, სად არის სააკაშვილი და როგორ გეტყვით? ბუნებრივია, რაც არ ვიცი იმას ვერ გეტყვით. მე ვამბობ იმაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც ვრცელდება და რასაც ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი. მერწმუნეთ, მე უფრო დიდი მიზეზი მაქვს ვენდო მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას”, – აცხადებს უდუმაშვილი.