მსახიობმა ფილმში „Raging Bull“ შესრულებული როლისთვის 28 კილო მოიმატა, თუმცა რეკორდული მაჩვენებელი 1987 წელს ვენსან დონფორიომ ჩამოართვა.
როგორც ირკვევა, რობერტი დედამ გაზარდა და მამასთან ახლოს არასდროს ყოფილა, ვინაიდან მან საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გაჟღერების შემდეგ ფაქტობრივად ოჯახი დაკარგა.
ბევრმა არ იცის, თუმცა დე ნიროს მანჰეტენის ქუჩის სამეგობროები „Bobby Milk“-ს ეძახდნენ. სახელი კი მისი უჩვეულო სითეთრის გამო შეარჩიეს.
2003 წელს ექიმებმა დადგინეს, რომ მსახიობს პროსტატის კიბო ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ, დროულმა აღმოჩენამ, მკურნალობის წარმატებით დასრულებას შეუწყო ხელი. 2011 წელს დე ნირო სრულად განიკურნა.
2014 წელს შედგა შოუს „The Tonight Show Starring Jimmy Fallon“ პრემიერა და პირველი სტუმარი სწორედ დე ნირო გახდა.
16 წლის რობერტმა სწავლის კონსერვატორიაში გაგრძელება გადაწყვიტა, სადაც სამსახიობო ხელოვნების დაუფლებას შეუდგა.
რობერტს არ უყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება, თუმცა ცნობილია რომ მას 6 სხვადასხვა რასის წარმომადგენელი შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალბატონისგან.
[sexy_author_bio]