ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევისას გადარჩენილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის დირექტორის დეა ქაჯაიას ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში უკვე გადაიყვანეს.
“პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, ახლა უკვე პალატაში გადავიყვანეთ და თავს კარგად გრძნობს. ზედაპირული ჭრილობები აქვს და რჩება მეთვალყურეობის ქვეშ”, _ აცხადებს დეა ქაჯაია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.