ოზურგეთში, სხვადასხვა სამსახურების თუ ა(აი)პ ორგანიზაციების ხელმძღვანელად ამა თუ იმ პირის დანიშვნის თაობაზე, ბევრს საუბრობენ.
მოარულ ინფორმაციებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გავრცელებული ინფორმაციაა, ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად, ოზურგეთელ ვანო ტაბატაძის დანიშვნის საკითხი. ის ადრეულ წლებში, ოზურგეთის გამგებლის მოადგილეც იყო.
ჩვენი წყაროს ცნობით, წყალმომარაგების კომპანიას ოზუეგეთში, ვანო ტაბატაძე უხემძღვანელებს, ხოლო ამჟამინდელი ხელმძღვანელი ამის შემდეგ, მოსახურების ცენტრის დირექტორად გადავა.
თუმცა ვანო ტაბატაძემ მოკლე და ამომწურავი პასუხი გაგვცა:
_ არსად დანიშვნას არ ვაპირებ და არც ველოდები, იმიტომ, რომ მე ვმუშაობ ფოთში! – თქვა მან „გურია ნიუსთან“.
ოზურგეთის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ქუტიძემაც ასევე მოკლედ გვითხრა, რომ ჯერჯერობით მუშაობას განაგრძობს.
_კიდევ უფრო მეტი ჭორი მოვისმინე. ბევრ ვინმეზე ამბობენ, რომ დაინიშნებიან იქ თუ აქ. თუმცა, მე დღეს ჩვეულებრივად განვაგრძობ მუშაობას. ჯერ არავის არაფერი უთქვამს, – გვითხრა მან.
[sexy_author_bio]