გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია მივიდა. გვარამია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაარღვიონ კანონი და მას, როგორც ადვოკატს, მისცენ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის უფლება.
“მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, შემიშვან და მანახონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. არავის, მათ შორის არც ოჯახის წევრებს ის არ უნახავთ და არ ვიცით როგორია მისი მდგომარეობა. რაც მოვისმინეთ იმას მნიშვნელობა არ აქვს, იყო თუ არა მასზე ფიზიკური ძალადობა შევა ექიმი და ნახავს და ამას გამოიკვლევს ექსპერტიზა”, _ აცხადებს გვარამია.