საპატრიარქოს განცხადებას მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის წმინდა ზიარების მიღების შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
,,მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსაწოდებლად მოვედი,, _ ეს სიტყვები წერია სახარებაში, ხომ? ზიარებაც დასამადლებელი გახადეს…პატიმარი კაცის ზიარება. მართლა გაიფანტა სანთელ-საკმეველი მგონი.
პოლიტიკურად მისაღებთა ზიარება და მიუღებელთა არზიარება რამე ახალია ჩვენს რელიგიაში? მართლა ჩამოგვხედე ,ღმერთო! ერთი თვალით მაინც”, _ წერს გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.