“ხელისუფლება სააკაშვილს სინდისის პატიმრად აქცევს” – ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი Twitter-ზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა.
“ასეთ უსამართლობას, შესაძლოა, ლუკაშენკოს ბელარუსისგან ელოდო, მაგრამ არა იმ საქართველოსგან, რომელსაც ბევრი მისი მეგობარი იცნობს. ეს უსამართლობა სააკაშვილს ნაკლებად მოსალოდნელ “სინდისის პატიმრად” აქცევს”, – წერს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში.