https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

15:49; 18.06.2024
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქმის მასალებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებთან დაკავშირებით დადგენილებები გამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, 2023 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) დარღვევას, როგორც არსებით, ასევე პროცედურულ ნაწილში მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი გაუტოლდა წამებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, ოჩიგავას საქმეზე, გლდანის ციხის შვიდი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პატიმართა, მათ შორის მომჩივნის მიმართ სისტემატური არასათანადო მოპყრობისთვის დამნაშავედ ცნეს, რასაც ადგილი ჰქონდა 2011-2012 წლებში, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კვლავაც სახეზე იყო წამების ეპიზოდები, რომლებზედაც არ იყო დასრულებული გამოძიება.

გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს მოსაზრება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ოჩიგავას მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიაჩნია, რომ არსებობს ამ საქმეზე ობიექტური, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმართვის პოტენციალი.

შესაბამისად, სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, აკაკი ოჩიგავას მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიების ჩატარება/გაგრძელება, მიზანშეწონილად მიიჩნია.

რაც შეეხება საქმეს „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2023 წლის 19 იანვარს გამოიტანა და დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევას. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ არ არსებობდა მისი განხილვის აუცილებლობა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მხრიდან დარღვევა დაფიქსირდა მხოლოდ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილში.

ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ ხსენებულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის არცერთი მუხლის არსებითი დარღვევა, რაც გამოძიების განახლების პირდაპირი ვალდებულება იქნებოდა და ცნო დარღვევა მხოლოდ პროცედურულ ნაწილში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა, ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების საუკეთესო გზის მოსაძებნად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს დალოდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მოწოდებას გამოძიების განახლების თაობაზე და იგი მხოლოდ აკეთებს დათქმას რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის ფარგლებში შესწავლის მიზნით გამოითხოვა მაჩალიკაშვილის საქმე, რომელზეც გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა. შესწავლის დასრულების შემდეგ სამსახურმა მიიღო დადგენილება, რომელშიც დეტალურად და არგუმენტირებულად არის ახსნილი, თუ რატომ ვერ ხედავს უწყება გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო იმავე დღეს, როცა ჩატარდა სპეცოპერაცია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე და გაატარა მრავალი ღონისძიება, რათა შეეგროვებინა და დაეცვა მტკიცებულებები გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, გამოკითხა მოვლენებში მონაწილე თითქმის ყველა პირი, პოტენციური მოწმე და ჩაატარა არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვის საკითხის შეფასებისას, სასამართლო დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სერიოზულად დაშავებული პირისთვის პირველადი დახმარების გაწევის აუცილებლობა უპირატესია შემთხვევის ადგილის დაცვის მოთხოვნებთან შედარებით.

ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დადებითად შეაფასა მომჩივანთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ გამოძიების მასალას, ხოლო მათი მოთხოვნები, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და სწორედ მათი მოთხოვნით დაიკითხნენ დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ოფიცრები.

თუმცა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ასევე დაადგინა ცალკეული პროცესუალური ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც სამსახურმა საქმის შესწავლის შედეგად გამოტანილ დადგენილებაში თითოეული საკითხი ამომწურავად განმარტა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, ინციდენტის შემდეგ პირველი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც არ შეიძლება ჩათვლილიყო დამოუკიდებელ პირად. სამსახურმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა და განმარტა, რომ პირველადი საგამოძიებო მოქმედება დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების თანამშრომლებსაც რომ ჩაეტარებინათ, მაინც იარსებებდა რისკი, რომ მტკიცებულება განადგურებულიყო, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მისვლას დაჭირდებოდა გონივრული დრო და ამ დროში მტკიცებულებასთან წვდომა კვლავ ექნებოდა ოპერაციის ჩამტარებელ უწყებას. ამავდროულად ასეთ რისკებს აზღვევს საქმეზე ჩატარებული უამრავი სხვა საგამოძიებო მოქმედება.

რაც შეეხება აღნიშნული დარღვევის ნაწილში გამოძიების განახლების საკითხს, სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოძიების განახლება ამ კომპონენტში არაგონივრულია, ვინაიდან – ჩხრეკის ჩატარება არის შემდგარი ფაქტი და გამოძიების განახლების შემთხვევაშიც, შეუძლებელია იმავე ვითარებაში ჩატარდეს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ხელახალი გამოძიებისთვის შედეგის მომტანი იქნება.

ევროპულმა სასამართლომ ხარვეზად მიიჩნია, რომ პროკურატურა შეზღუდული იყო ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის შეფასებისას, რასთან დაკავშირებითაც სამსახური დადგენილებაში განმარტავს, რომ ვინაიდან სპეციალური ოპერაციის ჩატარებამდე, ჩატარებისას და ოპერაციის შემდგომ არ მომხდარა არსებული მონაცემების დოკუმენტირება და ანგარიშის შედგენა, ხელახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, ვერ იქნება მოპოვებული და ამოღებული ასეთი დოკუმენტები, რადგან ისინი ფიზიკურად არ არსებობს და უფრო მეტიც, მათი შედგენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამართლებრივად არ ევალებოდა.

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც ევროპული სასამართლო საუბრობს, მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილე და ღონისძიებასთან დაკავშირებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გამოიკითხნენ დაგვიანებით. სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ სპეცრაზმელთა დაგვიანებით გამოკითხვა იყო ვინმეს დანაშაულებრივი მიზანი ან/და ნება. გამოძიებით დადგენილია, რომ მათი გამოკითხვა დაკავშირებული იყო საიდუმლო დოკუმენტაციის გასაიდუმლოებასთან, რის შემდეგაც სამართალდამცავებს ჰქონდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სპეცრაზმელებმა, თუნდაც დაგვიანებით გამოკითხვის პირობებში, გამოძიებას მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოზიციების შეთანხმების რისკი ჰიპოთეტურად მაინც იარსებებდა იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთ უწყებაში მუშაობენ და ნაცნობობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. შესაბამისად, გამოძიების ის მიზნები, რომლებიც დაკავშირებული იყო სპეცრაზმელთა გამოკითხვასთან და მომხდარის ირგვლივ მათგან დეტალური ინფორმაციის მიღებასთან, შესრულებულია. ამდენად, გამოძიების განახლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოკლებული გონივრულ საფუძვლებს და მიზანშეუწონელია.

ასევე, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს არ მიეცათ სისხლის სამართლის საქმის საიდუმლო მასალაზე წვდომა, რამაც შეზღუდა მათი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ გამოძიებაში. სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული გარემოება და შეაფასა, რამდენად არის ეს გარემოება გამოძიების განახლების საფუძველი. კერძოდ, საქმის საიდუმლო მასალების მომჩივნებისთვის დაგვიანებით გაცნობას არ გამოუწვევია იმ სახის არსებითი ზიანი, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა გამოძიების შედეგებზე. მხედველობაში იქნა მიღებული საიდუმლო რეჟიმის დოკუმენტებთან განსაკუთრებული და შეფასებითი მიდგომის წესი. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ იმ საგამოძიებო მიმართულებებით, რომლებშიც მომჩივანი მხარის ჩართულობა შეზღუდა საიდუმლო მასალების დაგვიანებით გაცნობამ, საგამოძიებო ორგანოს ჩატარებული ჰქონდა უამრავი სხვა მოქმედება და მიიღო გონივრული ზომები საქმეზე არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დასადგენად. საბოლოოდ, საქმის საიდუმლო მასალებს და მასში არსებულ ინფორმაციას მომჩივანი მხარე გაეცნო. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მინიშნება, რომელიც აფიქრებინებდა გამოძიებას, რომ მათი დაგვიანებით გაცნობა არის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი.

შესაბამისად სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი.

როგორც მაჩალიკაშვილის, ასევე ოჩიგავას საქმეებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაეგზავნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და განმცხადებლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12 სექტემბერი, 2026

გიორგი კინწურაშვილმა Touch.Point-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ქეისი განიხილა

ღვინო თუ არაყი

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო