ოპოზიციის წევრები “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, განსახილველი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია.
შეხვედრას ასევე ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” წევრები.