უბედურ შემთხვევას ბაიკერი ირაკლი კაკაურიძე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა სადაც წერენ, რომ ირაკლი გულისხმიერი, ნიჭიერი და კეთილი ადამიანი იყო.
“ულმობელია და წამია ამქვეყნიური ცხოვრება. რით უნდა ვანუგეშოთ იკა შენი მშობლები როგორ უნდა გაგიმეტოოთ იმ ბნელი მიწისთვის არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ეს ხომ მწარე რეალობაა. იკა პატარაობიდან იყავი გატაცებული და შეყვარებული ბაიკერობით და დღეს 22წლის ვაჟკაცი შეგიწირა ნეტა არ ყოფილიყავი ესეთი კარგი ადამიანი უფალს ვთხოვ დაგიმკვიდროს სამუდამო სასუფეველი ”- წერენ სოციალურ ქსელში. ინფორმაციას სოფელი ჩუმლაყის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
ავტორი: გუგა ლომაძე