ყაზახეთში ვითარება დასტაბილურდა,_ ამის შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს, თუმცა როგორც Washingtonpost იუწყება, პოლიცია “საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს” კარდაკარ ეძებს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფო შენობა კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ინტერნეტის გათიშვა კი ადგილზე ვითარების შემოწმებას ართულებს.
გარდა ამისა, პრეზიდენტის თანაშემწემ ინგლისურენოვან გზავნილში გააკრიტიკა უცხოური მედია, იმის გამო, რომ მან მცდარი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ყაზახეთის მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების სამიზნე იყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეტენზიები, აშკარად მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობისკენ და როგორც ჩანს, არის საზოგადოებრივი ნარატივის შეცვლის მცდელობის ნაწილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პირდაპირ ეთერში გასცა სროლის ბრძანება.
მთავრობამ კვირას განაცხადა, რომ დემონსტრაციების დროს დაიღუპა 164 ადამიანი, მათ შორის 103 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ ალმათის დემონსტრაციების დროს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადამიანები მორგებში დგანან, რათა დაენახათ, არიან თუ არა მათი ნათესავები დაღუპულებს შორის. ყაზახური ტელევიზიის ცნობით, დააკავეს დაახლოებით 6000 ადამიანი.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე 16 სამართალდამცველი დაიღუპა და 1300-ზე მეტი დაშავდა.