ამ წუთებში, ჩოხატაურში საკალანდო ღონისძიება მიმდინარეობს.
კონცერტზე უკვე მივიდა მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე.
„პირველ რიგში, მინდა, რომ დამდეგი კალანდა მივულოცო მთელ ჩოხატაურს, გასანკუთრებით გურულებს და მთელ საქართველოს. დღეს ღონისძიებაზე ვარ ოჯახთან, მეგობრებთან, მეგობრების შვილებთან ერთად და ვიწვევ მთელ ჩოხატაურს, გამოვიდეს და ერთად შევხვდეთ კალანდას. ეს ღონისძიება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება. რაც შეეხება რეგულაციების დაცვას, როგორც ხედავთ პირბადეებით არიან. მიუხედავად ასეთი მასშტაბური ღონისძიებისა, უამინდობამ ცოტა ხელი შეგვიშალა, სამაგიროდ, ჩვენი ბავშვები, პატარა ჩოხატაურლები არიან ბედნირები და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია“,_ თქვა მერმა ჩვენთან საუბრისას.
ღონისძიება ჩოხატაურის ცენტრში, ხელოვნების სასახლესთან, დაახლოებით, 5 საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდება.
[sexy_author_bio]