,,არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები, ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი twitter – ზე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას.
“გვინდა შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვისთვის. ამას ვამბობ, როგორც დიდი ძალის პრეზიდენტი” – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის განცხადებას უკრაინაში რუსეთის მიერ “მცირე შეჭრის” შესახებ კრიტიკა მოჰყვა.
„ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ. თუმცა, თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“ – განაცხადა ბაიდენმა პრსეკონფერენციაზე.